
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
30 ივნისი 2026“განათლების სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის სხდომას დღეს სამი სამინისტროს ხელმძღვანელობა დაესწრო. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, რადგან მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაც შეიძლება სწრაფად რეაბილიტაცია და მშენებლობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ კოორდინაციაში ვიმყოფებით და დღევანდელ შეხვედრაზეც კომისიამ, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს, რათა ამ მიმართულებით არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა მაქსიმალურად სწრაფად გადავჭრათ,”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მონაწილეობდნენ.
სხდომაზე განიხილეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის მიზნით შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და პროექტების დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სხდომაზე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტებთან ერთად, რამდენიმე საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღეს, რაც აღნიშნული პროექტების დაჩქარებულ განხორციელებას და არსებული გამოწვევების დროულ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.
კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზაზა კვიციანი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდით სხვა წარმომადგენლები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე.
